logo_geo
eng_logo
კახეთის რეგიონში 565 კვადრატული კილომეტრი სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა
- +

10 მაისი. 2018. 11:27

 

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 8 მაისს კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის საშუალებით რეგიონში სამხრეთ მიმართულებიდან შემომავალი სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა, საერთო ფართობით 565 კვადრატული კილომეტრი, გასროლილი იქნა რამდენიმე ათეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა.

 

 

8 მაისს დღის მეორე ნახევარში ფრონტალური ღრუბლის მასები სამხრეთ მიმართულებიდან შემოვიდა, კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80-100% შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 23 მმ იყო.

 

 

18:09 საათიდან 22:40 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.

აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა ექვსივე რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა.   

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner