logo_geo
eng_logo
„ვიწრო აზროვნებით გამორჩეულებმა ლიბერალები რატომ დაირქვეს?“- არჩილ გამზარდია ბაია პატარაიას შესახებ...
- +

3 მაისი. 2016. 00:19


„საქართველოს პრემიერ -მინისტრი საჯაროდ არ უნდა ფორთხავდეს არც ერთ ეკლესიაში,"- ბაია პატარაიას ამ განცხადებას  ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ განცხადების ავტორი ლიბერალის სახელით მოქმედი ბოლშევიკია.


„საქართველოში, ლამის ყველამ, ვინც საბჭოური აგიტატორული უნარი აღმოაჩინა თავის თავში - აი, ისეთი, ყელსახვევებითა და კომკავშირის ნიშნებით რომ დადიოდნენ, შემაღლებულ ადგილზე რომ დადგებოდნენ, ლენინს რომ ახსენებდნენ და კომუნიზმის იდეალებზე რომ აგიტატორობდნენ, ხოლო ვინც არ დაეთანხმეოდა, პროგრესის და დიადი იდეების მტრებად რომ ასაღებდნენ - ძირითადად, ჩაკეტილი და ვიწრო აზროვნებით რომ გამოირჩევიან და .. ლიბერალები რატომ დაირქვეს?

 

მერე გამოვლენ და იმას დაუწყებენ კონტროლს, პრემიერმა სანთელი უნდა დაიჭიროს თუ არა, მუხლი მოიყაროს და საერთოდაც, ქართულად ილაპარაკოს თუ არა.

მედიაც და ჩვენც ხომ მყისვე ავიტაცებთ ასეთი გონებასუსტობის გამოხატულებებს და საერთო მსჯელობის საგნად ვაქცევთ... ვიტოლებთ მსჯელობაში... ამაში ვუშვებთ სწორედ შეცდომას.

 

უარი უთხარით ბოლშევიკურ იდეებს და ამხილე ლიბერალის სახელით მოქმედი ჩვეულებრივი ბოლშევიკები - აი, ეს უნდა დავისახოთ მიზნად თანამედროვე საზოგადოებამ. სხვა შემთხვევაში მსგავსი ფსევდოლიბერალები სრულად მოახდენენ ლიბერალიზმის მთავარი ფასეულობების დისკრედიტაციას, რადგან თავიანთი ნეოკომუნისტურ-საბჭური აგიტაციით მხოლოდ რეგრესის მსახურები არიან."


ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს პრემიერ- მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს აკრიტიკებს:


„რწმენის თავისუფლება ადამიანის აბსოლუტური უფლებაა, ანუ ადამიანს რასაც უნდა იმას დაიჯერებს და ეთაყვანება. რელიგიის თავისუფლება ნიშნავს, რომ ადამინს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი რწმენა სხვადასხვა კანონიერი ფორმით.

მაგრამ(!) მუხლებზე დაცემული პრემიერ მინისტრს როცა ვუყურებ, არ მიმაჩნია ეს მისი რელიგიის თავისუფლების გამოხატულებად, არამედ მიმაჩნია სეკულარიზმის კრიზისად, სადაც სახელმწიფო ხელისუფლება მლიქვნელურად ემორჩილება საეკლესიო ხელისუფლებას (მლიქვნელურად იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლებას სურს იყოს ავტონომიური და არ ემორჩილებოდეს მეორეს).

რა თქმა უნდა ადამიან გიორგი კვირიკაშვილს აქვს სრული უფლება იყოს ნებისმიერი რელიგიის მიმდევარი და ჩოქვით შემოიაროს ნებისმიერი სამლოცველო, მაგრამ საქართველოს პრემიერ მინისტრი საჯაროდ არ უნდა ფორთხავდეს არც ერთ ეკლესიაში, რადგან ის სახელმწიფო ხელისუფალია.

ვისაც ჯიუტად არ მოუნდება ამ სტატუსის სწორად წაკითხვა, მათთვის კდევ ერთხელ ვიტყვი - რწმენა და რელიგია ადამინის პირადი ცხოვრების ნაწილია და სრულად თავისუფალია მასში. მაგრამ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების/მთავრობის საჯარო ქცევა ნებისმიერ სამლოცველოში - პოლიტიკური აქტია და არა პირადი. თორემ გიორგი კვირიკაშვილი რომელ მოძღვართან დადის და რამდენად გულმხურვალე მორწმუნეა, ნამდვილად მისი პირადი საქმეა და არა ჩვენი მანამ, სანამ ასე არ გაასაჯაროებს", - წერს ბაია პატარაია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner