logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონული ეკონომიკის მშენებლობაში
- +

10 მაისი. 2018. 14:11

 

„საქართველო-ისრაელს შორის საინვესტიციო კავშირების შემდგომი განვითარებისა და ისრაელის ბიზნეს-წრეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარებას ვიწყებთ“, - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრ ელი კოენთან  შეხვედრაზე.

 

მისი თქმით, მიზნობრივ კვლევას სრულ მხარდაჭერას უცხადებს „ისრაელის ექსპორტის ინსტიტუტი“.

 

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, კვლევა ისრაელის ინვესტორებისთვის განსაზღვრავს კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებსა და შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

 

„გვაქვს რა გამორჩეული გეოპოლიტიკური მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე და ასევე, სტაბილური და მიმზიდველი ბიზნეს გარემო და საინვესტიციო კლიმატი, ჩვენი მიზანია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონული ეკონომიკის მშენებლობაში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner