თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
პირველი არხის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეცოპერაციის მიმდინარეობას ადასტურებენ, თუმცა ამ ეტაპზე, დეტალებზე არ საუბრობენ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ მოგვიანებით გავრცელდება.