logo_geo
eng_logo
„ანახეთ ეს ფოტო „ნაც -ხროვას“ და მათ არასამთავრობოებს!“
- +

3 მაისი. 2016. 00:42


„ქართული ოცნების" წევრი რომან კუსიანი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის ეკლესიაში მუხლებზეა დაჩოქილი.


კუსიანი აღნიშნავს, რომ  ბაია პატარაიას საპასუხო რეაქციას ელოდება:


„სანიმუშო" არასამთავრობო სექტორის შეშფოთებულ სახეებს როდიდან ველოდოთ?"- წერს კუსიანი.


იგივე ფოტოს სოციალური ქსელის წევრი ლევან კორძაძე ასე ეხმაურება:


„დღეს რომ გიორგი კვირიკაშვილს განიკითხავდნენ, რატომ დაიჩოქაო, ანახეთ ეს ფოტო ნაც ხროვას და მათ არასამთავრობოებს."

 

 

ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს აკრიტიკებს:

 

,,რწმენის თავისუფლება ადამიანის აბსოლუტური უფლებაა, ანუ ადამიანს რასაც უნდა იმას დაიჯერებს და ეთაყვანება. რელიგიის თავისუფლება ნიშნავს, რომ ადამინს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი რწმენა სხვადასხვა კანონიერი ფორმით.

მაგრამ(!) მუხლებზე დაცემული პრემიერ მინისტრს როცა ვუყურებ, არ მიმაჩნია ეს მისი რელიგიის თავისუფლების გამოხატულებად, არამედ მიმაჩნია სეკულარიზმის კრიზისად, სადაც სახელმწიფო ხელისუფლება მლიქვნელურად ემორჩილება საეკლესიო ხელისუფლებას (მლიქვნელურად იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლებას სურს იყოს ავტონომიური და არ ემორჩილებოდეს მეორეს).

რა თქმა უნდა ადამიან გიორგი კვირიკაშვილს აქვს სრული უფლება იყოს ნებისმიერი რელიგიის მიმდევარი და ჩოქვით შემოიაროს ნებისმიერი სამლოცველო, მაგრამ საქართველოს პრემიერ მინისტრი საჯაროდ არ უნდა ფორთხავდეს არც ერთ ეკლესიაში, რადგან ის სახელმწიფო ხელისუფალია.

ვისაც ჯიუტად არ მოუნდება ამ სტატუსის სწორად წაკითხვა, მათთვის კდევ ერთხელ ვიტყვი - რწმენა და რელიგია ადამინის პირადი ცხოვრების ნაწილია და სრულად თავისუფალია მასში. მაგრამ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების/მთავრობის საჯარო ქცევა ნებისმიერ სამლოცველოში - პოლიტიკური აქტია და არა პირადი. თორემ გიორგი კვირიკაშვილი რომელ მოძღვართან დადის და რამდენად გულმხურვალე მორწმუნეა, ნამდვილად მისი პირადი საქმეა და არა ჩვენი მანამ, სანამ ასე არ გაასაჯაროებს", - წერს ბაია პატარაია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner