პოეტი გიორგი საჯაია სოციალურ ქსელში გიორგი კვირიკაშვილის მისამართით ბაია პატარაიას განცხადებას ეხმიანება:
„ვინმე ბაია პატარაიას უთქვამს, „საქართველოს პრემიერ მინისტრი საჯაროდ არ უნდა ფორთხავდეს არცერთ ეკლესიაშიო"-ო. მიუხედავად კვირიკაშივილისადმი ჩემი დადებითი განწყობისა, მაინც ვერ და არ გამოვდგები „ქართული ოცნების" პრემიერის დამცველად და მაინც...
კვირიკაშვილი, უნდა, დაიჩოქებს და უნდა, წამოწვება ეკლესიაში - მისი ნებაა და უფლებაა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ფორთხვა კი, თუ მაინცდამაინც, არის ეს, ქალბატონო იმანო..."