მწერალი მერაბ შათირიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:
„მამიდა
ხიდან რომ ჩამოვარდი, ჩემო კარგო მამიდა,
არაფერი გეტკინა? ხომ ნამდვილად კარგად ხარ?
მაშინ, იქნებ ახვიდე და ჩამოვარდე თავიდან,
წეღან ჩემმა მეგობარმა ვერ მოასწრო დანახვა!..“
აი, ასეთი იუმორისტული ლექსია შეტანილი ქართული სკოლის დაბალკლასელთა სასწავლო წიგნში; აი, ასეთი ფსიქოლოგიით ვზრდით ჩვენს მომავალ თაობას: „ჩვენი კარგი მამიდა“ ხიდან ერთხელ ჩამოვარდა, გადარჩა, მაგრამ, მეორედ უნდა ავიდეს ხეზე და ისევ გადმოვარდეს, მეგობარმა სეირს უნდა უყუროს, როგორ გაისპარტავს ცხვირ-პირს „ჩვენი კარგი მამიდა...“
გაოცებული ვარ, ვინ და რატომ სჩადის ამას?..
რატომ, რატომ, სჩადით ამას?..
გამაგებინეთ, თქვე ტვინდაბინდულო განათლების სისტემის მესვეურებო!!!
ბარემ, ჯაბა იოსელიანის განახუმრებიც, 90-იან წლებში, ლუიზა შაკიაშვილი რომ გამოაჯავრა: „მე თუ მამიდა მამინდა...“ დავურთოთ ამ ტექსტს და, ასე, ხუმრობა-ირონიაში მოვსპოთ ერის მომავალი!..“ - წერს შათირიშვილი.