მწერალი მერაბ შათირიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ხო, ხო, რა ვიშვიში ატეხეს ე. წ. არასამთავროებმა პრეზერვატივებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გამო!..
ეს არადემოკრატიულობააო, ეს არისო უმცირესობის დისკრიმინაციაო და, ა. შ. კი მაგრამ, თქვე სატანის მოციქულებო, ჩვენ, ამქვეყნად არ უნდა ვიარსებოთ და, რაც გვწამს და პატივს ვცემთ, არ ვაღიაროთ?.. ჩვენი რწმენისებრ წმინდანები და ისტორიულად სათაყვანებელი გმირების ღირსება არ დავიცვათ?..
დავიხოცოთ, გადავშენდეთ?...
ჩვენ რა, ელტონ ჯონის გამოსახულებით დამშვენებული პრეზერვატივების გამოშვებას ხომ არ ვითხოვთ?..
რა გინდათ, აღგზნება სხვაგვარად არ ხერხდება, თუ წმინდანები არ გამოისახა პრეზერვატივზე?..
ამას ხომ შეგნებულად, გამოწვევისა და ერთგვარად „თემის“ აგორების მიზნით აკეთებთ და ჩვენს ღირსებას შეურაცხყოფთ?!
და, რატომ სჩადით ამას?..
უკვე ამ უმსგავსობამ საქართველოში ზღვარს მიაღწია, ღირსებასა და უღირსობას შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა გამოცხადებული, ცოტაც და, თქვენ მართლაც პრეზერვატივებზე დასახატად გაიხდით საქმეს, თქვე ფულზე გაყიდულო ეშმაკის კერძნო!..“ - წერს შათირიშვილი.