logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: ახლა უკეთ დავინახე, რა დღეში ყოფილა ხალხი „ნაციონალების“ მთავრობის დროს...
- +

10 მაისი. 2018. 22:26

 

მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი მადლიერება, ალადაშვილის კლინიკის, რეანიმაციის ხელმძღვანელის, სრულიად ახალგაზრდა პროფესიონალის და განსაკუთრებული ადამიანის, ლევან რატიანის მიმართ, რომელმაც დედა გადამირჩინა. მთელი ცხოვრება მისი მლოცველი ვიქნები. აი ასეთი ,უნდა იყოს ნამდვილი ექიმი, როგორიც ეს ახალგაზრდა ბიჭია. მადლობა მის დედას, ასეთი შვილის გაზრდისთვის. ასევე მადლობას ვუხდი მის თანამშრომლებს.

 

დამნაშავე პარტიის, ნაციონალების წევრებს და მის მომხრეებს, ასევე უმადურ ადამიანებს კი მინდა ვუთხრა, რეანიმაცია, სადაც დედა მეწვა, ზუსტად ერთი თვე, არც ერთი თეთრი არ გადამიხდია, რადგან ყველასთვის უფასოა, მაშინ, როდესაც ერთი დღე, 800 ლარი ღირს. ალბათ სახლი უნდა გამეყიდა დედა რომ გადამერჩინა. ახლა უკეთ დავინახე, რა დღეში ყოფილა ხალხი „ნაციონალების“ მთავრობის დროს. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და შესაცვლელი, თუმცა ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანიც გაკეთდა, რისი დანახვაც უნდა შეგვეძლოს“ , - წერს მეტრეველი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner