თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო დღეს არავის დევნიან!
კონკრეტულ ადამიანებთან მაქვს კითხვა, როდესაც ისინი ღიად, ხშირ შემთხვევაში საჯარო სივრცეში აკრიტიკებენ მოქმედ ხელისუფლებას, მათ ოჯახის წევრებს სხვადასხვა უწყებებში, სადაც ისინი არიან დასაქმებულნი, ვინმე ავიწროვებს?!
ზუსტად ის ადამიანები, ვისი ოჯახის წევრებიც არანაირ ზეწოლას არ განიცდიან სამსახურებში, აკრიტიკებენ ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დევნის გამო!
მე მახსოვს, იყო წლები, აქციებზე ფოტოებს უღებდნენ ადამიანებს, მათ ოჯახის წევრებს ანახებდნენ და სამსახურებიდან ათავისუფლებდნენ.
გამოხატვის თავისუფლება 1000%-ით დაცულია დღეს ჩვენს ქვეყანაში და ასეც უნდა იყოს, ასეც უნდა ყოფილიყო“, - წერს თინათინ ნიბლოშვილი.