logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ჰარი, შენ შენს მამიდას მიხედე - ჩვენ მამიდები სხვანაირად გვიყვარს!
- +

10 მაისი. 2018. 23:28

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როცა დღეს ბავშვებს ჰარი გრემის „მამიდას“ ასწავლიან, მინდა გადარეულმა ვიყვირო, ჰარი, შენ შენს მამიდას მიხედე, ეტყობა, ჩვენ მამიდები სხვანაირად გვიყვარს!

ეს ჩემი მამიდებია და ლექსი გივი ჩიღვინაძის!

 

მამიდა

 

„ეზოში ვარდნარს და კოინდარს

ხეხილი ჩრდილს ჰფენდა მაღლიდან...

ჩვენს ნახვას ცის გახსნას ადრიდა,

ხარობდა, ჩქარობდა მამიდა -

უეცრად რა სუფრას გაშლიდა,

რა სიტკბო-სიყვარულს დაღვრიდა! -

თან თონე, სამზადი, ბოსტანი -

მამიდას განა რა დაღლიდა?..

სევდიან ღიმილით ვტოვებდით

და ისევ გვნატრობდა თავიდან:

- ე, გოგო, რა ხანი გავიდა...

- ე, ბიჭო, რა ღვინო დაღვინდა!..

რამდენი ყვავილი ჩამოჭკნა,

რამდენი ზაფხული გაფრინდა...

რამდენჯერ ვისტუმრეთ ზამთარი -

სულშიც რა ლამაზად ბარდნიდა!..

ტიროდა ზეცა და სოფელი,

როდესაც იმ ქვეყნად წავიდა...

წარსულის ცრემლიან თვალიდან

ყოველთვის გვიყურებს მამიდა...“ - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner