„დემოკრატიული მოძრაობის’’ პოლიტსაბჭოს წევრმა ბესო დანელიამ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ქართველმა ხალხმა მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად შეცვალა.
„სააკაშვილის რეჟიმი ხალხის მრავალწლიანმა ბრძოლამ შეცვალა და რეჟიმიც მათ გადატეხეს წელში. რა თქმა უნდა, თავის რესურსებით დიდი როლი ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა.
,,ნაციონალური მოძრაობა’’ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო“, - განაცხადა ბესო დანელიამ.