logo_geo
eng_logo
იმედა კახიანი: საქართველოში ყველა თეატრი ბიძინა ივანიშვილმა მკვდრეთით აღადგინა!
- +

11 მაისი. 2018. 02:04

 

„საქართველოში ყველა თეატრი, ოპერიდან დაწყებული ბიძინა ივანიშვილმა მკვდრეთით აღადგინა! თუ მისი სიკეთის დანახვა ვინმეს არ უნდა ის ვერც დაინახავს“, - ამის შესახებ მსახიობმა იმედა კახიანმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა.

 

,,ბიძინა ივანიშვილი, როგორც პიროვნება, ჩემთვის აღმოჩენაა. უნიკალური ადამიანია ჩემი წარმოდგენით. მე პირველად დავესწარი, როდესაც  ჩამოყალიბდა საზოგადოება - ოცნება. დაფუძნება იყო ფილარმონიაში. მეც იქ ვიყავი, ვესწრებოდი. მაშინ ვნახე პირველად ბატონი ბიძინა. მას შემდეგ ყურადღებით ვუსმენ ამ კაცს. მის მოქმედებებს. გაგონილი მქონდა, რომ ჭკვიანი, ნიჭიერი კაცია და ქვეყანა უყვარს. რაც მერე ვნახე, ეს ერთ კაცში, როგორ ეტევა და როგორ არის  მოჭარბებულად მოცემული ჩემთვის გასაოცარია“, - განაცხადა კახიანმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner