ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
SOS! SOS! SOS!
****************************
ჯერ მერაბ შათირიშვილის პოსტს გაეცანით:
„... იუმორისტული ლექსია შეტანილი ქართული სკოლის დაბალკლასელთა სასწავლო წიგნში; აი, ასეთი ფსიქოლოგიით ვზრდით ჩვენს მომავალ თაობას: „ჩვენი კარგი მამიდა“ ხიდან ერთხელ ჩამოვარდა, გადარჩა, მაგრამ, მეორედ უნდა ავიდეს ხეზე და ისევ გადმოვარდეს, მეგობარმა სეირს უნდა უყუროს, როგორ გაისპარტავს ცხვირ-პირს „ჩვენი კარგი მამიდა...“
გაოცებული ვარ, ვინ და რატომ სჩადის ამას?..
რატომ, რატომ, სჩადით ამას?..
გამაგებინეთ, თქვე ტვინდაბინდულო განათლების სისტემის მესვეურებო!!!
ბარემ, ჯაბა იოსელიანის განახუმრებიც, 90-იან წლებში, ლუიზა შაკიაშვილი რომ გამოაჯავრა: „მე თუ მამიდა მამინდა... „დავურთოთ ამ ტექსტს და, ასე, ხუმრობა-ირონიაში მოვსპოთ ერის მომავალი!..“
როცა მერაბ შათირიშვილმა ეს „თემა“ გააჟღერა, ალალად გაკვირვებულმა შევძახე:
დაუჯერებელია... დ ა უ ჯ ე რ ე ბ ე ლ ი !!!!!
ისიც გავიფიქრე, რომ ეს სისულელე ახლანდელი მინისტრის მუშაობის პერიოდში არ შექმნილა. მაგრამ, მანამდე სამინისტროს მეთაურები გახლდნენ: მარგველაშვილი, სანიკიძე, ჯეჯელავა... ჰოდა, მათი „მოღვაწეობის“ პერიოდში არის მოწონებული და მწვანეშუქანთებული ასეთი სამარცხვინო „ტექსტები“. სამინისტროს შესაბამის სტრუქტურაში, ალბათ, დღესაც მუშაობენ ის „კომპეტენტური“ ადამიანები, ვისაც სახელმძღვანელოების „სფერო“ აბარია...
აშკარაა: ეს ჩინოვნიკები აზრზე არ არიან არც პედაგოგიკის, არც ფსიქოლოგიის, არც საქართველოს ისტორიის და... ეტყობა, არც მამიდები ჰყავთ, ან, თუ ყავთ... ვიდრე სხვის მამიდებს შეეხებიან, გაიხსენონ ცნობილი ფრთანი ფრაზა (უკაცრავად!): ყველამ თავის მამიდას მოუაროსო...
და როცა ეს რეპლიკა გავამზადე, ახლობელმა ეს ფოტოც „მაჯახა“ და... დამაჯერეს!
ახლა თქვენც დატკბით!!!!!!!