logo_geo
eng_logo
დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- +

11 მაისი. 2018. 11:20

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნდობაში შევიდა  ერთ-ერთ მოქალაქესთან და  დაარწმუნა იგი, თითქოსდა ის კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის - ინტერპოლის მაღალჩინოსანი იყო.  ბრალდებულმა მოქალაქეს  5 000 აშშ დოლარი გამოართვა და  დაჰპირდა, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირების მეშვეობით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შესყიდვაში დაეხმარებოდა.

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner