logo_geo
eng_logo
ნინო ჩაკვეტაძე: თხოვნა მაქვს თქვენთან...
- +

11 მაისი. 2018. 12:01

 

 

მხატვარ-ილუსტრატორი ნინო ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რამდენიმე დღეა, სიახლეების კედელზე ამომიგდო ახლად შექმნილი გვერდი ჩემი სახელით და ნახატებით, რომლებსაც სხვადასხვა ფრაზები ეწერა. ძალიან ბევრჯერ შემხვედრია ჩემს ნახატებზე ფრაზები თუ ლექსები და არასდროს არ მქონია პრეტენზია, რადგან ძირითადად ნახატების შესაბამისად იყო შერჩეული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფრაზები ძირითადად არანაირად არ პასუხობდა ნახატის შინაარსს, ამიტომ გვერდის ადმინს ზრდილობიანი წერილი მივწერე, სადაც ვთხოვდი, ჩემი სახელი შეეცვალა, რადგან როგორც ნახატების ავტორს, მქონდა ამის უფლება. წერილზე უკმეხი პასუხი მივიღე, რომ თურმე ჩემი გადასაწყვეტი არ არის, რას დაწერდა ჩემს ნახატებზე. ამაზე ვუპასუხე, რომ მომიწევდა მისი „დარეპორტება“. ამის შემდეგ წაშალა ნახატების ფოტოები, მხოლოდ რამდენიმეს გარდა და დაწერა ეს მშვენიერი პოსტი. ეს ყველაფერი იმისთვის დავწერე, რომ თუ ვინმე წააწყდით ამ პოსტს, ნუ იფიქრებთ, რომ ამის ავტორი მე ვარ. ბოდიშს გიხდით. თხოვნა მაქვს თქვენთან, ვისაც შეგიძლიათ დაარეპორტეთ ეს გვერდი!“ - წერს ჩაკვეტაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner