logo_geo
eng_logo
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

11 მაისი. 2018. 12:37

 

 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებული ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჰ.გ.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 361.537 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

 

სამართალდამცველებმა ჰ.გ. 2017 წლის 23 დეკემბერს ქ.თბილისში დააკავეს და  აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება პირადი ჩხრეკისას ამოიღეს. ჰ.გ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის  „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ჰ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner