logo_geo
eng_logo
შსს-მ უცხო ქვეყნის მოქალაქის ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
- +

11 მაისი. 2018. 12:41

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, წარსულში ქურდობისა და ძალადობისთვის ნასამართლევი პირები -  1995 წელს დაბადებული ჯ. გ. და 1997  წელს დაბადებული  ო.ა. დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში ირანის მოქალაქეს - 1987 წელს დაბადებულ ი.ა.-ს  ფული, მობილური  ტელეფონი, პასპორტი და სახლის გასაღები წაართვეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დანაშაულის ჩამდენი პირების, ასევე ფაქტის თვითმხილველი ტაქსის მძღოლის ვინაობა, რომელმაც აღნიშნული დანაშაული დაფარა,  შემთხვევიდან მოკლე დროში დავადგინეთ და დავაკავეთ. 

 

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner