logo_geo
eng_logo
შსს-მ გორში ქურდობის ფაქტი აღკვეთა
- +

11 მაისი. 2018. 13:32

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა 2 პირი: 1992 წელს დაბადებული გ.ბ. და 1980 წელს დაბადებული ა.ს.  ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გორში, შინდისის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთი საწყობიდან, სატვირთო ავტომანქანის ნაწილების მოპარვას ცდილობდნენ. სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ორივე პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

 

გამოძიება ჯგუფურად ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner