ავღანეთის დასავლეთ ნაწილში „თალიბანის“ თავდასხმების შედეგად პოლიციის 42 თანამშრომელი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, თალიბები ღამით დაესხნენ თავს პოლიციის განყოფილებას და რამდენიმე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს.
შეტაკებების ადგილზე სამთავრობო ძალები იყო გაგზავნილი. ამ მომენტისთვის სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებენ.