logo_geo
eng_logo
სასამართლომ ოჯახში ძალადობაში და ოჯახის წევრის ქონების დაზიანებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
- +

11 მაისი. 2018. 16:14

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში და ოჯახის წევრის ქონების დაზიანებაში ბრალდებული ე.ჰ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 იანვარს, დღის საათებში, ე.ჰ-მ ქ.ქობულეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში მეუღლეს მ.დ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლის მამას  ა.დ-ს განზრახ დაუზიანა ტელევიზორი, ფანჯრის მინები და სარკე.  ე.ჰ-ს ქმედებით მ.დ-მ  ფიზიკური ტკივილი განიცადა, ხოლო ა.დ-ს  მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

 

ასევე დადგინდა, რომ ე.ჰ-მ 2017 წლის 22 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ.ქობულეთში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა  მეუღლეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

 

სამართალდამცველებმა ე.ჰ. 2018 წლის  6 იანვარს ქ.ქობულეთში დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც  ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ორი ეპიზოდი) და 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით ( ნივთის განზრახ დაზიანება) წარედგინა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.ჰ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 8 თვით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 4 თვეს  სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 4 თვე ჩაეთვალა პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner