logo_geo
eng_logo
სომხეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
- +

11 მაისი. 2018. 21:03

 

 

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა მთავრობის წევრების დანიშვნის განკარგულებას მოაწერა ხელი.

 

სომხეთის პირველი ვიცე-პრემიერი ფრაქცია „ელქის“ დეპუტატი არარატ მირზოიანი გახდა, ვიცე-პრემიერი ფრაქცია „ელქის“ პრესმდივანი  – ტიგრან ავინიანი.

 

თავდაცვის მინისტრად საგანგებო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ტატოიანი დაინიშნა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს, ფრაქცია „ელქის“ წარმომადგენელი არაიკ არუტიუნიანი დაიკავებს. ტერიტორიული მართვისა და განვითარების მინისტრად პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ თავმჯდომარის მოადგილე სურენ პაპიკიანი დაინიშნა, ხოლო დიასპორის მინისტრი ფრაქცია „ელქის“ წევრი მხითარ ჰაირაპეტიანი იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner