logo_geo
eng_logo
ნაირა გელაშვილი: ივანიშვილმა საკუთარი უმძიმესი შრომით დააგროვა ქონება და სურს სასიკეთო პროექტებს მოახმაროს...
- +

12 მაისი. 2018. 00:30

 

 

„ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი უმძიმესი შრომით დააგროვა ქონება და ამ ქვეყნის გადამკიდე გემო ვეღარ ჩაუტანებია“, - ამის შესახებ მწერალმა ნაირა გელაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა.

 

„შეხვედრის შემდეგ ძალიან დიდი სევდა დამრჩა, მართალია ის არის ხალხის თვალში ყოვლისშემძლე და ბედისაგან განებივრებული ადამიანი, მაგრამ მე მას ვხედავ მძიმე ბედისწერის ადამიანად. კაცმა იშრომა, მართლა საკუთარი უმძიმესი შრომით დააგროვა ქონება და ამ ქვეყნის გადამკიდე გემო ვეღარ ჩაუტანებია“, - განაცხადა ნაირა გელაშვილმა და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგი ადამიანური თვისებები აქვს.

 

„უნდა რომ სხვადასხვა სასიკეთო პროექტები განახორციელოს და იყოს მშვიდად ამ ქვეყანაში“, - განაცხადა გელაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner