logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია!
- +

12 მაისი. 2018. 01:45

 

 

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბიძინა ივანიშვილის შემოსვლამ ქართულ პოლიტიკაში რა შედეგიც მოიტანა, ეს ყველამ ვნახეთ 1 ოქტომბერს და ყოველდღიურად აქამომდე განვიცდით. ბოლოდროინდელი მექანიკური ინტერვენცია, ანუ მისი საჯარო პოლიტიკურ ველზე დაბრუნება დარწმუნებული ვარ ასეთივე სასარგებლო იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, საზოგადოებისთვის და მთლიანად პოლიტიკური პროცესისთვის, რაც საერთო ჯამში ჩვენს ქვეყანას წაადგება. ეს არის ქირურგიული ჩარევა როდესაც ოპერაციის დაწყებიდან მალევე ირკვევა „что к чему“!

 

ხდება ლუსტრაცია ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტორის, ისინი ან იხსნიან ნიღაბს ან მათივე სამოსელი ამხელს მათ, ეს დღეს ჟურნალისტების ქცევაშიც კარგად გამოიხატა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია!“ - წერს ვატო შაქარიშვილი.

 

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი 11 მაისს პარტიის მეხუთე ყრილობაზე აირჩიეს, რომელიც მთაწმინდაზე, „ანდერვილში“ გაიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner