ჟურნალისტი თათია პაჭკორია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რამ შეგაძულათ ასე საკუთარი სამშობლო, ისტორია, ვინ ხართ, ვისი მეგობრები ხართ, სად გაიზარდეთ, ვინ იყვნენ თქვენი მასწავლებლები ან რას გიხდიან ასეთს, რომ ყველანაირი ნაძირლობის დასაცავად გამოდიხართ... როგორ შეიძლება ყველანაირი უნამუსობის „გაპრავება“ გამოხატვის თავისუფლების მოშველიებით? რატომ გვაფურთხებთ სულში, რის მიღწევა გინდათ. რატომ საკუთარ სახელებს არ არქმევთ პრეზერვატივებს და ტუალეტის ქაღალდებს... ვინც ამ თემას აშუქებს ცალმხრივად იცის რომ....
„ძლევაი საკვირველი“ იყო ქართველთა ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორის ველზე, სადაც უამრავი ქართველი გმირი დაეცა (მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან).
შემთხვევითი არ არის, რომ დავითის ისტორიკოსი დიდგორის გამარჯვებას „ძლევაი საკვირველს“ უწოდებს. დიდგორის ბრძოლამ და თბილისის შემოერთებამ - თითქმის 900 წლის წინ (1121 წ.), არა მხოლოდ დააგვირგვინა საუკუნენახევრიანი ბრძოლა ერთიანი ქართული სახელმწიფოს შესაქმნელად, არამედ სათავე დაუდო ქართული პოლიტიკური აზროვნების შემდგომ გაძლიერებას... მაგრამ თქვენ რაში გაინტერესებთ...)“ - წერს თათია პაჭკორია.