logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ევროპისკენ მიმავალი გზა არ გადის კლუბებზე და არც მარაზმატიკების ტვინებზე!
- +

12 მაისი. 2018. 03:12

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება:

 

„დაიწყეს „უფლებადამცველებმა“ შეტევა!

ევროპისკენ მიმავალი გზა არ გადის კლუბებზე და არც მარაზმატიკების ტვინებზე! ნამდვილი ევროპა ცისარტყელას ფერებიანი დროშის ფრიალით არ მიიღწევა“ , - წერს გაბრიჭიძე.

 

შეგახსენებთ, რომ „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.

 

2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner