საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა გოჩაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„2011 წლის 18 ოქტომბერს დავიწყე მასთან მუშაობა... თითქმის ყველგან ვიყავი ორი წლის განმავლობაში...
მას შემდეგ რა არ გვინახავს, მაგრამ დღევანდელმა დღემ ყველაფერს გადააჭარბა...
ჟურნალისტების დიდი ინტერესი მხოლოდ იმიტომ ვერ დაკმაყოფილდა, რომ კითხვის დასმა არ აცადეს ერთმანეთს“, - წერს გოჩაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი 11 მაისს პარტიის მეხუთე ყრილობაზე აირჩიეს, რომელიც მთაწმინდაზე, „ანდერვილში“ გაიმართა.