ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება:
„ყველა ბარიგა ციხეში! ხმა ჩაიწყვიტეთ ახლა და იმ დაღუპული ახალგაზრდების სულს მაინც ეცით პატივი, ნარკობარიგებმა რომ ამოწყვიტეს!“ - წერს ლიპარტელიანი.
შეგახსენებთ, რომ „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.
2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.