logo_geo
eng_logo
ლეკა მენაბდიშვილი: საჭირო იყო სპეცოპერაცია! ნუ „აპრავებთ“ ბარიგებს!
- +

12 მაისი. 2018. 05:18

 

 

ჟურნალისტი ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება:

 

„გაჩუმდით ვსიო! შსს-ს ინფორმაციით „ბასიანში“ და „გალერიში“ 8 გამსაღებელი დააკავეს! ერთ ღამეში, ორ კლუბში 8 რეალიზატორი! ანუ საჭირო იყო სპეცოპერაცია! ნუ „აპრავებთ“ ბარიგებს!“ - წერს მენაბდიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.

 

2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner