logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: თუ ნარკორეალიზატორები აიყვანეს და არა მომხმარებლები, რატომ ხმაურობთ?!
- +

12 მაისი. 2018. 05:19

 

 

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება:

 

„თუ ნარკორეალიზატორები აიყვანეს და არა მომხმარებლები, რატომ ხმაურობთ?

ვინც ლაივებს რთავთ, სერიოზული ადამიანები, პოზიციაც გამოხატეთ, თუ ნარკორევოლუციას ამზადებთ?

ახლახანს ბავშვების სიკვდილს აპროტესტებდით, ახლა რეალიზატორებს იცავთ“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

შეგახსენებთ, რომ „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.

 

2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner