logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ერის უკიდურესი დეგრადაცია!
- +

12 მაისი. 2018. 10:18

 

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას და პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას ეხმაურება:

 

„ქვეყნის მთავარ გამზირზე ნარკომარში ტარდება. ერის უკიდურესი დეგრადაცია!“ - წერს გოგავა.

 

შეგახსენებთ, რომ „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.

 

2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner