logo_geo
eng_logo
პარლამენტთან გამართულ აქციაზე ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს
- +

12 მაისი. 2018. 06:00

 

პარლამენტთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს.

 

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.

2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, - აცხადებენ შსს-ში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner