logo_geo
eng_logo
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო
- +

3 მაისი. 2016. 02:22


2 მაისიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს.


ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. მათ თან პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ.


ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.


ამასთან, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს ივერის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია და ასევე 1616 წელს გარეჯში წამებული 6 000 ბერის ხსენების დღე.


ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს კი გიორგობაა. წმინდა დიდმოწამე გიორგის მიცვალების დღე წელს მსგეფსში აღინიშნება.


აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია. მორწმუნეებს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner