შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული რვა პირის საქმეზე, 12:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.
შსს-ს ბრიფინგზე მომხდართან დაკავშირებით გასაჯაროვდება დამატებითი ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.