შინაგან საქმეთა სამინისტროში წუხელ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული 8 ნარკორეალიზატორის საქმეზე ბრიფინგი გაიმართა.
როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია.
„პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია. ამ დროისთვის კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, - განაცხადა ბორცვაძემ.