logo_geo
eng_logo
შსს ზვიად გელბახიანის შესაძლო ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
- +

12 მაისი. 2018. 12:44

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქე ზვიად გელბახიანის შესაძლო ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

 

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გელბახიანს გარეგნული დათვალიერებით, იზოლატორში შეყვანისას რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა და არც სამართალდამცველების მიმართ გამოუთქვამს პრეტენზია.

 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ მოქალაქე ზვიად გელბახიანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მისი შესაძლო ცემის შესახებ. აღნიშნული წარმოადგენს ცრუ ინფორმაციას. მოქალაქე გელბახიანი გადაყვანილი იყო დროებითი მოთავსების იზოლატორში. იზოლატორში შეყვანისას, გარეგნული დათვალიერებით, აღნიშნულ მოქალაქეს რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა და არც სამართალდამცველების მიმართ გამოუთქვამს პრეტენზია“, - განაცხადა ბორცვაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი სამართალდამცველებმა კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის დროს დააკავეს.

 

გვიან ღამით „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში ბრალდებული 8 პირი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner