კირკუკში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მიერ ბლოკპოსტზე თავდასხმის შედეგად, ექვსი ერაყელი ძალოვანი დაიღუპა.
დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან ერაყის ფედერალური პოლიციის სამხედროები და ადგილობრივი არაბული ტომების შეიარაღებული დაჯგუფებების წარმომადგენლები.
ერაყში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც ქვეყანა „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლდა.