პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში 11-12 მაისს საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები იღებს მონაწილეობას.
პირველი საშეჯიბრო დღე წარმატებული აღმოჩნდა ახალგაზრდული ნაკრებისთვის.
-60კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ნოდარ ბერიძემ, ხოლო -65 კგ. წონით კატეგორიაში ნუკრი ბერიძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ორივე ახალგაზრდა სპორტსმენი ნაკრებში აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციას წარმოადგენს.
დღეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას ეროვნული ნაკრების 8 სპორტსმენი დაიცავს.