„დოიჩე ველეს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად სირიაში სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა.
10 მაისის ღამეს ისრაელმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა სირიაში, შემდეგ კი განაცხადა, რომ სირიაში არსებული ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად არის განადგურებული. ისრაელმა დარტყმები სირიის ტერიტორიიდან გოლანის მაღლობებზე, ირანის მიერ ისრაელის სამხედრო ბაზებისკენ გაშვებული რაკეტების გამო განახორციელა.