logo_geo
eng_logo
ისრაელის საჰაერო დარტყმებს სირიაში 27 ადამიანი ემსხვერპლა
- +

12 მაისი. 2018. 14:26

 

„დოიჩე ველეს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად სირიაში სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა.

 

10 მაისის ღამეს ისრაელმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა სირიაში, შემდეგ კი განაცხადა, რომ სირიაში არსებული ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად არის განადგურებული. ისრაელმა დარტყმები სირიის ტერიტორიიდან გოლანის მაღლობებზე, ირანის მიერ ისრაელის სამხედრო ბაზებისკენ გაშვებული რაკეტების გამო განახორციელა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner