logo_geo
eng_logo
მამა ბასილი: უჩა ნანუაშვილი არის საქართველოს დაუძინებელი მტერი!
- +

3 მაისი. 2016. 02:29


"საერთო გაზეთისთვის" მიცემულ ინტერვიუში, გლდანის ივერიის ყოვლდაწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ბასილ მკალავიშვილმა, "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" მიერ, აწ უკვე  შერისხული  და "გონება განათების მოლოდინის რეჟიმში"  მყოფი სახალხო დამცველი  უჩა ნანუაშვილი გააფრთხილა და განაცხადადა რომ იგი არის ბაპტისტი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს მართლმადიდებელთა ბედი,  არის საქართველოს დაუძინებელი მტერი, და თუ ნანუაშვილი კვლავ შელახავდა მართლმადიდებლების უფლებებს, მამა ბასილი მას ანათემას გადაცემდა და ნანუაშვილი მთელს ცხოვრებას ჯოჯოხეთში გაატარებდა:


- " ვაფრთხილებ ნანუაშვილს: თუ ის კვლავ შელახავს მართლმადიდებელთა უფლებებს - ანათემას  გადავცემ და ცხოვრებას ჯოჯოხეთში გაატარებს.

 

როცა სახალხო დამცველის კანდიდატურებს განიხილავდნენ, ნანუაშვილი სიაში საერთოდ არ ყოფილა, მაგრამ ამერიკის ელჩის მკაცრი გაფრთხილებით, რადგან სახალხო დამცველი მათი კანდიდატურა უნდა ყოფილიყო, ნანუაშვილი დასვეს საპატიო სავარძელში. იქიდან მოყოლებული, სახალხო დამცველი ყველას უფლებებს იცავდა, მართლმადიდებელთა გარდა

 

მე გავარკვიე, ვინ იყო ეს პიროვნება. აღმოჩნდა, რომ ის არის ბაპტისტი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს მართლმადიდებელთა ბედი. არის საქართველოს დაუძინებელი მტერი. მაშინ ინტერვიუებში ვამხელდი მას და მოვითხოვდი, გაეთავისუფლებინათ. არავინ ისმინა.

 

ახლა მოითხოვენ, გადადგესო, როცა ისე გაზულუქდა, 100 000-იანი მანქანით დაიწყო გრიალი. ჩემო კარგებო, სამწუხაროდ, მას ისე ღრმადა აქვს ფესვები გადგმული, მით უმეტეს, ნაყოფიერად იკვებება ოკეანის გაღმელთაგან, მისი მოშორება რთულია. მართლაც რომ დაწყევლილია ეს ოფისი.

 

ნანუაშვილს მკაცრად ვაფრთხილებ: თუ ის თავის მარჩენალთა მეშვეობით კვლავ დარჩება იქ, იქნება ისევ ტენდენციური, არ დაიცავს მართლმადიდებელთა უფლებებს, მას ანათემას გადავცემ და დარჩენილ ცხოვრებას ჯოჯოხეთურ ყოფაში გაატარებს. რაც შეეხება აქციებს, გულის ურთულესი ოპერაციის შემდეგ აღარ შემიძლია დიდი ემოციების ატანა და ნერვიულობა. ზედაპირულად ჩავატარო აქციები ჩემი ბუნებიდან არ გამომდინარეობს. რა ხერხითაც შემიძლია, ვებრძვი ანტიქრისტეს მოციქულებს. "

 

 

წყარო- tb24.ge

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner