logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ესაა სრული დეგრადაცია, გარყვნა, გადაშენება და კატასტროფა!
- +

12 მაისი. 2018. 15:58

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„30-წლიანი სრული დეგრადაცია - 1988 წელს პარლამენტის შენობისკენ ჩვენი-სტუდენტების მანიფესტაცია გაემართა. წინ ზვიადი-მერაბი მიგვიძღოდნენ ქაქუცას, ილიას პორტრეტებით, ეროვნული დროშით, საქართველოს დამოუკიდებლობას ვითხოვდით, შავლეგოს ვმღეროდით... 30 წლის შემდეგ, 2018 წელს სტუდენტების მანიფესტაცია კვლავ გაემართა პარლამენტისკენ, მას ცირკის ტრანსგენდერი გაბრიელა, ნატა ფერაძე, ეკო დეისაძე მიუძღვებიან, ხელში ჰომოსექსუალიზმის სიმბოლო, ცისარტყელას დროშა უჭირავთ და ნარკობარიგების თავისუფლებას მოითხოვენ.

 

ესაა სრული დეგრადაცია, გარყვნა, გადაშენება და კატასტროფა. ფურთხის ღირსიც აღარაა ეს ავადმყოფი საზოგადოება!

 

P.S. ქრისტიანობისთვის დაჭერილი პატრიოტების მხარდასაჭერად 500 კაცი ძლივს შეგროვდა, ნარკობარიგების მხარდასაჭერად დღეს ათასები გამოვა. არა!!! ეს ჩემი საქართველო აღარაა, ჩემი საქართველო 1993 წელს ხიბულაში მოკლეს!!!“ - წერს ბრეგაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner