მიანმარის ჩრდილოეთით მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულთა შორის არიან მიანმარის უსაფრთხოების სამსახურის ოთხი წარმომადგენელი.
მიანმარში სამთავრობო ძალებსა და შეიარაღებულ ეთნიკურ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტი მიმდინარეობს.
ეთნიკური დაჯგუფებები ფართო ავტონომიას და მიანმარისგან დამოუკიდებლობას ითხოვენ.