ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ადგილზე დაახლოებით 50-მდე სპეცრაზმელია.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ „ბასიანსა“ და კლუბ „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.