logo_geo
eng_logo
სოფო თორთლაძე: ავუხსნათ მათ, რომ ეს 9 აპრილი არაა და თავისუფლება კლუბში ცეკვა და გართობა არაა მხოლოდ!
- +

12 მაისი. 2018. 18:14

 

ჟურნალისტი და პიარ-მენეჯერი სოფო თორთლაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბავშვები 2 საათია რაც დგანან მიტინგზე და სპეცრაზმი, წყლის მანქანები და დრამატიზირება ტელევიზიებიდან, როგორი სიგიჟეა! ისეთივე, როგორც ამ ყველაფრის პოლიტიზირება და მომიტინგეთა პრეტენზიები. მიტინგი რიჟა გოგონამ დაიწყო წითელ პალტოში, ყველამ გადაახვიეთ და მოუსმინეთ რას როშავს... ისევე, როგორც არაერთი ეგზალტირებული, მაგრამ ამ ყველაფრის დრამატიზირება არ შეიძლება, ფრთხილად და გონიერად უნდა მოვექცეთ ამ ბავშვებს. ავუხსნათ, რომ ეს 9 აპრილი არაა და თავისუფლება კლუბში ცეკვა და გართობა არაა მხოლოდ. მისი დარღვევა კი შუქის ანთება და გარეთ გამოყრა. თავისუფლება სულ სხვა პერსპექტივაა და მისი დაცვისთვის მიტინგი კი არა, შრომაა საჭირო. სწავლა და შრომა“, - წერს თორთლაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner