ამ საქმის დახანება მეტი არ შეიძლება, ტფილისის უნივერსიტეტის დაარსებისთვის ჩვენს მშფოთვარე ბრძოლას, ორი მიმართულებით განშლა სჭირია:
შეიქმნას სახალხო მოძრაობა საუნივერსიტეტო იდეისთვის, რომელსაც წინამძღოლობა-გზისგამკვლეობას ქართველი მეცნიერები გაუწევენ;
პეტროგრადში მოვიპოვოთ ნებართვა ეროვნული უმაღლესი სკოლის გახსნისთვის...
ძლიერ დაგვეხმარება 1914 წლის 1 ივლისს მიღებული კანონი, რომელიც გვეუბნება: სასწავლებელში სწავლების ენას კერძო უმაღლესი სასწავლებლის დამფუძნებლები განსაზღვრავენ და მთელი რიგი დისციპლინები მხოლოდ სახელმწიფო ენაზე უნდა იქნას წაკითხული.
ვგონებ, იღბალი ჩვენს მხარესაა! აბა ჩვენ ვიცით!