logo_geo
eng_logo
ალბანეთში ნარკოტიკით ვაჭრობისთვის 13 ადამიანი დააკავეს
- +

12 მაისი. 2018. 18:45

 

ალბანეთის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს 13 ადამიანი, რომელთაც ბრალად ჰეროინით, კოკაინითა და მარიხუანით ვაჭრობა ედებათ. ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს.

 

ყველა დაკავებული ალბანელია. ამასთან, თურქეთსა და მაკედონიაში დაკავებულია კიდევ 5 ალბანელი.

 

ჯგუფს იტალიაში, საბერძნეთში, მაკედონიასა და თურქეთში, ბოლო ორ წელში 7 000 ტონა მარიხუანას გატანას ედავებიან.

 

ალბანეთი მარიხუანას ყველაზე მსხვილ მწარმოებლად მიიჩნევა ევროპაში. ერთი კილოგრამი მზა მარიხუანა ალბანეთში 100-200 ევრო ღირს, მაგრამ ქვეყნის შიდა ბაზარი მწირია და მარიხუანა აქტიურად გადის იტალიაში, საბერძნეთში, მონტენეგროში. შედარებისთვის, იტალიაში 1 კგ მარიხუანას ფასი უკვე 1,5 ათასი ევროა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner