მელიტონ ვარლამის ძე ქანთარია (დ. 5 ოქტომბერი, 1920, ჯვარი — გ. 27 დეკემბერი, 1993, მოსკოვი) — საბჭოთა კავშირის გმირი (8 მაისი, 1946), საბჭოთა არმიის ქართველი სერჟანტი, რომელმაც ოფიციალური ცნობებით საბჭოთა გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე 1945 წლის 30 აპრილს, 21.50 საათზე
1945 წელი, 30 აპრილი -10:40.
მიხეილ პეტროვიჩ მიმინმა მოახერხა რაიხსტაგის თავზე აცოცება და წითელარმიელების დროშის აღმართვა. სამწუხაროდ დროშამ ვერ შეძლო ადგილის შენარჩუნება და მეორე დღეს გერმანელების შეტევის დროს ჩამოვარდა.
2 დღის შემდეგ საბჭოთა კავშირმა კვლავ გაგზავნა ჯგუფი იგივე დავალების შესასრულებლად. გუნდში შედიოდა ქართველი და რუსი ჯარისკაცი. ასევე ფოტოგრაფი, ვისაც უშუალოდ ამ კადრის დაფიქსირება და ისტორიისთვის შენახვა ევალებოდა.
ჯარისკაცები საგანგებოდ იყვნენ შერჩეულნი. ქართველი მელიტონ ქანთარია – როგორც სტალინის თანამემამულე და რუსი მიხაილ იეგოროვი – როგორც დედა რუსეთის საამაყო შვილი.
ფოტოზე გარკვევით ჩანს მელიტონ ქანთარია – რომელსაც დროშა უკავია. მის ქვემოთ კი თუ კარგად დააკვირდებით მოჩანს რუსი მიხაილ იეგოროვი.
ფოტოგრაფი გახლდათ ევგენი ხალდეი – უკრაინელი ფოტოგრაფი. მას ევალებოდა აესახა ეს მნიშვნელოვანი მომენტი ფირზე – ივო ძიმას კუნძულზე ამერიკელების მიერ აღმართული დროშის ფოტოს მსგავსად. ეს ყველაფერი ერთი მხივ წინასწარ გათვლილი და დადგმული იყო მაგრამ პრობლემამ მაინც იჩინა თავი. რამდენიმე დღის წინ აღმართული დროშის პოვნა ვერ მოხერხდა.
ისინი იძულებულები გახდნენ გამოეყენებინათ წითელი მაგიდის გადასაფარებელი. ნამგალი და ურო კი ფოტოგრაფი ხალადეის და მისი ბიძის ნამუშევარია.
დაიბადა გლეხის ოჯახში იმჟამად სოფელ ჯვარში, სამეგრელო, და კოლმეურნეობაში 1940 წლამდე, როდესაც საბჭოთა არმიაში გაიწვიეს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მსახურობდა 756-ე მსროლელთა ბატალიონში, მე-3 არმიის 150-ე მსროლელთა დივიზია, პირველ ბელორუსულ ფრონტზე
1946 წელს დემობილიზაციის შემდეგ ქანთარია სოხუმში ცხოვრობდა. აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში იძულებული იყო სახლი დაეტოვებინა (1993 წლის სექტემბერს). ქანთარია ოჯახითურთ მოსკოვში გადავიდა, სადაც ორ თვეში გარდაიცვალა.
მელიტონ ქანთარია
მელიტონ ქანთარიას სახლი ოჩამჩირე (ფოტო: რუსუდან კონჯარია)