ავტორი დინა მირცხულავა
ეს ბავშვები... ეს ბავშვები არასოდეს დაიწყებენ ომს...
ჩემი ფარელები, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით...
გუშინ გადმომცეს ბარათები ამ ლამაზი ბოთლით, სახლამდე რა მომათმენინებდა, როგორც კი ეკას თვალს მივეფარე, ბორდიულზე ჩამოვჯექი და ყველა წავიკითხე...
ეს ბავშვები ის შემთხვევაა, მამულს რომ ურჩევნია...
მადლობა! მიყვარხართ! მე მოვალ! <3
#ბარათებიდინას
ნიკა 11 წლის- გამარჯობა, დინა, მე ვარ ნიკა, ვსწავლობ ფარის საჯარო სკოლის მეხუთე კლასში, ბედნიერი ვარ იმით, რომ თქვენ გაგიცანით, მე თქვენ ყურადღებით გისმენდით. თვალწინ წარმომიდგა ომი და ყველა ის ტკივილი, რაც ომს ახლავს. თქვენი წიგნის წაკითხვის შემდეგ წავიკითხე თეა თოფურიას წიგნი „წერილი ბოთლში“. ამ წიგნსა და თქვენს მონათხრობს შორის ბევრი მსგავსებაა და საინტერესო პარალელი გავავლე. თქვენ დამაფიქრეთ იმაზე, თუ რა საშინელებაა ომი. თქვენ გახდით ჩემი ყველაზე საყვარელი და ძვირფასი მწერალი. იმედია კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, მინდა სულ გახარებული და ბედნიერი გნახო ...
ემზარი 11 წლის - გამარჯობა, დინა, მე ემზარი ვარ 11 წლის, მე ძალიან მომეწონა შენი სიტყვები, მართალია თქვენი წიგნი ჯერ არ წამიკითხია, მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ. ვიცი, როგორ იტანჯებოდით ომის დროს, როგორ იტანდით ამას, მაგრამ ახლა ომმა ჩაიარა და შენ ბედნიერად უნდა იყო. ბაბუაჩემი ომში დაიღუპა და ბებიაჩემი ძალიან იტანჯებოდა, მაგრამ ახლა ჩვენთან ბედნიერად ცხოვრობს და იმედია შენც ბედნიერად იცხოვრებ.
დავითი 11 წლის - გამარჯობა, დინა, მე დავითი ვარ თერთმეტი წლის. მე ვერ დავესწარი თქვენს სტუმრობას, მაგრამ ჩემმა კლასელებმა მიამბეს თქვენი აქ, ფარის სკოლაში ჩამობრძანება და მიამბეს თქვენი წიგნის შესახებ, რაც ძალიან მომეწონა. ეს რომ მიამბეს ძალიან სამწუხაროა, რო მეც არ ვიყავი იმ დღეს. მე მინდა, რომ გაგიცნოთ და იმედია გავიცნობთ ოდესმე.
ზურა რეზესიძე 11 წლის - გამარჯობა , დინა, მე მეექვს კლასში ვსწავლობ, თქვენ ჩვენს სკოლაშიც იყავით, მე ვესწრებოდი ამ ღონისძიებას და თქვენ საუბარსაც ყურადღებით ვუსმენდი. თქვენი სტუმრობის შემდეგ წავიკითხე თქვენი ნოველა „საიდა“. მე ეს ნოველა ძალიან მომეწონა, მომეწონა ის რომ შენ და საიდა მეგობრობდით, ის კი არ მომეწონა, რომ შემდეგ ომი მოხდა და თქვენ ამ ომის შემდეგ ერთმანეთს აღარ შეხვედრიხართ. მე თქვენმა სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა, თუ რა შეუძლია ომს. თქვენც ომ გამოვლილი ხართ და მაინტერესებს თუ როგორი გრძნობაა, როცა მუდამ სროლისა და აფეთქების ხმა გესმით. მაგრამ ახლა ომი დამთავრდა და შენ შენ მწარე მოგონებები უნდა დაივიწყო და მუდამ, მუდამ ბედნიერი იყო.
ლიზი 12 წლის - გამარჯობა! დინა, მე ლიზი ვარ 12 წლის. ძალიან მინდა კიდევ გნახოთ. პირველად მაშინ გნახეთ, როცა ფარის სკოლაში თქვენი წიგნის პრეზენტაცია იყო. წავიკითხე თქვენს წიგნში პატარა მონაკვეთი და ძალიან მომეწონა. წავიკითხე „საიდა“. ძალიან კარგია რომ ესე კარგად გახსოვთ ის დრო და მოგონებები. ძალიან მაინტერესებს რა იგრძენი , როცა ომი იწყებოდა და რა განცდები დაგეუფლა. არ მინდა იმ მწარე დღეებზე გელაპარაკო. შენ მაინც ბედნიერი უნდა იყო.