logo_geo
eng_logo
გოგლა ჟვანია: დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდება სტაბილურ პოლიტიკურ პარტიად!
- +

23 თებერვალი. 2016. 12:59


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, სამწუხაროდ, დღეს „ქართული ოცნება" საარჩევნო ტიპის პარტიად ჩამოყალიბდა, რომელიც არჩევნებს შორის პერიოდში წყვეტს აქტივობას და იძინებს, რაც ხშირად იწვევს გაღიზიანებას პარტიის რიგით წევრებს შორის. ქუცნაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება" საარჩევნო ტიპის პარტიის ნაცვლად ელექტორალური ტიპის პარტიად უნდა ჩამოყალიბდეს და ამაში საპარლამენტო გუნდი აქტიურად უნდა ჩაერთოს.


რას ფიქრობს ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი გოგლა ჟვანია თანაგუნდელის მოსაზრებაზე, ამის შესახებ ის „რეპორტიორს" ესაუბრა:


„ქართული ოცნება" არის ახალგაზრდა პარტია, რომელიც შეიქმნა 2012 წლის არჩევნებისთვის. ჯერჯერობით მიდის პარტიის მუდმივმოქმედ პოლიტიკურ სტრუქტურად ჩამოყალიბების პროცესი. საქართველოში პარტიები იქმნებოდა არჩევნებისთვის, ამ არჩევნებისთვისაც გამოჩნდებიან გარკვეული პოლიტიკური ძალები, მერე კი უკვალოდ გაქრებიან. დარწმუნებული ვარ, „ქარული ოცნება" ჩამოყალიბდება სტაბილურ, ნამდვილ პოლიტიკურ ერთეულად. ეს არ იქნება მოკლევადიანი და მას გრძელი ისტორია ექნება მომავალში. ჩამოყალიბების პროცესში კი ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, რაც ნორმალურია, ყველა კმაყოფილი ვერ იქნება.

 

თუ გვინდა, პოლიტიკური პროცესი სტაბილური იყოს ქვეყანაში, ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა. პარტია - ეს არის გუნდი, რომელიც მოდის და იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის განვითარებაზე. საარჩევნო პარტიები, რომლებიც მხოლოდ არჩევნებისთვის იქმნება, ვერასოდეს იქნებიან წარმატებულები. იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ გახდება ის პოლიტიკური ერთეული, რომელიც ამ პროცესს დაუდებს სათავეს", - განუცხადა „რეპორტიორს" ჟვანიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner